logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო
18:50 26.04.2020
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება.
"მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. შეიძლება ითქვას, არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გვიჭირს სამუშაოების წარმოება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გავჩერდეთ. გზის მონაკვეთი იუსტიციის სახლის წინ, სადაც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს, ძალიან დაზიანებული იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები აქ უკვე დაასრულა "თბილისი ენერჯიმ" და ქსელი მთლიანად შეცვალა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის მოწესრიგება და კილომეტრამდე მონაკვეთი, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი, რომლის დასრულების შემდეგ დაიგება გზის საფარი, დაახლოებით, 14 500 მ2 ფართობზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ჯი არ ჯი" ასრულებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე 1 130 000 ლარი დაიხარჯება.
ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა