logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ყველა ქრისტიანმა ის ბევრჯერ უნდა წაიკითხოს
დიმიტრი ხუნდაძე: პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ყველა ქრისტიანმა ის ბევრჯერ უნდა წაიკითხოს
15:21 19.04.2020
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ეპისტოლე განსაკუთრებული შეგონებით გამოირჩევა და ყველა ქრისტიანმა ის ბევრჯერ უნდა წაიკითხოს. დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც უწმინდესი საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობებზე საუბრობს:

„პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, საყურადღებოა ჩვენთვის. განსაკუთრებული იყო წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც მსოფლიოში შექმნილ მძიმე განსაცდელს და ჩვენს რწმენაში სიმტკიცეს ეხება. ვფიქრობ, ეს ეპისტოლე როგორც სახარება, ბევრჯერ უნდა წაიკითხოს ყველა ქრისტიანმა.

ჩემთვის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, სადაც უწმინდესი საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობებზე საუბრობს. დიახ, ამ განსაცდელმა ერთი რამ ცხადი გახადა, არ შეიძლება ქვეყანა სრულად დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნებზე როგორც ეკონომიურად, ასევე თუნდაც პოლიტიკურად. ამ მძიმე ჟამს მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ჩაიკეტა, მათ შორის ჩვენც და შევძელით დამოუკიდებლად გვეწარმოებინა კრიზისული პერიოდის პოლიტიკა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაზეც უწმინდესი მიგვითითებს, სრულიად ვეთანხმები და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც სწორედ ეს არის - ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ რეგიონალური პოლიტიკის გატარება და სოფლის გაძლიერება. ამისთვის ბევრი პროექტი ხორციელდება. თუმცა, ნებისმიერი რეფორმის გატარება შეუძლებელია ხალხის თანამონაწილეობის გარეშე. ამ წლებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს ინიციატივა მიიღო და ბევრი საწარმო შეიქმნა, თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც არ დაინტერესებულა მიწების დამუშავებით და სასოფლო სამეურნეო საქმიანობით. დღეს კი, არსებული ეპიდემიით ხალხი შეშინდა და სოფლებში გაიხიზნა, დაიწყეს მიწების დამუშავება და სხვა სასოფლო საქმიანობა. მინდა მჯეროდეს, რომ მათი ეს ქმედება ეპიდემიის გაქრობასთან ერთად არ დამთავრდება და მოსახლეობა განაგრძობს სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. ხელისუფლება კი გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას.

ყველა განსაცდელისგან რაღაცას სწავლობს ადამიანიც და ქვეყანაც. მჯერა, ამ განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ და იმ უპირატესობებს, რითაც აშკარად გამოიკვეთა საქართველო მსოფლიოში, სასიკეთოდ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა