დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ COVID-19-ის პრევენცია შესაძლებელია ცხელი წყლის მიღებით და შედეგად დამწვრობას იღებენ. ქაშიბაძე საზოგადოებას მოუწოდებს,
არ დალიონ ადუღებული წყალი და კორონავირუსის საპრევენციოდ ეს მეთოდი არ გამოიყენონ.
"მეუხერხულება კიდეც საზოგადოების მისამართით ასეთი მოწოდების გავრცელება, თუმცა საჭიროა. არ დალიოთ ადუღებული წყალი. ადუღებული წყლის დალევა, ბუნებრივია, ტუჩების, ენისა და საყლაპავი მილის დამწვრობას გაოიწვევს. ეს მეთოდი კორნავირუსთან ბრძოლაში არ გამოგადგებათ"-განაცხადა ქაშიბაძემ.