logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი - ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს
ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი - ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს
18:10 16.04.2020
დღეში ერთ ხაზს შეეძლება აწარმოოს 110 000 პირბადე. 20 აპრილს ველოდებით მეორე ხაზს, შესაბამისად, რაოდენობა გაორმაგდება და იქნება დაახლოებით, 220 000-250 000 პირბადე დღე-ღამეში. იმუშავებენ სამ ცვლაში, 24-საათიან რეჟიმში. რაც შეეხება პირბადეს, ეს არის ყველა სტანდარტის დაცვით, სამშრიანი პირბადე. ყველაზე მთავარია ის, რომ ამ პირბადეში არის ფილტრატორი, შრე, რომელსაც ჰქვია melt blown და ამ მასალის დღეს ბაზარზე მოძებნა მსოფლიოში ძალიან რთულია, რადგან ყველა ქვეყანას საზღვრები აქვს ჩაკეტილი აღნიშნული ნედლეულის გარეთ გატანისთვის. ჩვენ ეს შევძელით ჩვენს ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და დღეს გვაქვს გარკვეული მარაგი, რომ დავიწყოთ წარმოება,- ამის შესახებ ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანია შპს "რესპირატორის" დირექტორმა სერგო გალუსტიანმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სერგო გალუსტიანის თქმით, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ეს პირბადე არის ყოველგვარი CE სერთიფიკატის და ევროსერთიფიკატით დაცული. აღნიშნული ბირბადის შესაქმნელად გამოიყენება ხუთი ინგრედიენტი და სამზე გავლილია სერთიფიცირება აშშ-ში. შესაბამისად, ის ნედლეული, რომელიც გამოიყენება ჩვენს პირბადეში, არის თანხვედრაში იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებითაც უნდა დამზადდეს პირბადე. ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, რომ პირბადეების მიწოდება-რეალიზაცია შეგვიძლია ქართულ ბაზარზე,”- განაცხადა შპს „რესპირატორის“ დირექტორმა.

კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა