ბექა ოდიშარია: მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ და გავიზიაროთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ეკლესიას
ბექა ოდიშარია: მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ და გავიზიაროთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ეკლესიას
20:13 15.04.2020
„მინდა მივმართო ადამიანებს, აბსოლუტურად სუფთა სინდისით, როგორც მაზიარებელმა ადამიანმა, როგორც ჩვენი ქართული მართლმადიდებლური წმინდა სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთმამა რიგითმა წევრმა, რომ დღეს რწმენა და რწმენის სიმტკიცე არ გადის იმ საზღვარზე, სადაც შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ეჩვენებოდეს და შეიძლება ჯობდეს, რომ არ გამოვცადოთ ჩვენი უფალი და დავრჩეთ სახლში. ამასობაში ვიფიქროთ არა იმაზე, რომ შეიძლება მრევლის წევრნი დაავადდნენ არამედ, ვიზრუნოთ მამებზე. როგორც ექიმი არის ვალდებული, რომ ნებისმიერ დასნებოვნებულ ადამიანს უმკურნალოს ასევე, არიან ჩვენი სულიერი მამებიც. ბუნებრივია, ისინი ეკლესიის კარს ვერ დაგვიკეტავენ მათ, ვისაც ნუგეში გვინდა და ნუგეშს ვეძებთ დედა ეკლესიაში. ჩვენც ვიფიქროთ ჩვენს მამებზე, მათ ჯანმრთელობაზე, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქრონიკული სენით ვერ ახერხებენ ეკლესიაში მისვლას, მე არ ვფიქრობ რომ ახლა იმის განსაზღვრის დროა, თუ ვინ უფრო ღრმად და მტკიცედ არის თავის რწმენაში. ვფიქრობ, ახლა ეკლესიის წევრების და რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობის ზღვარი და დონეც ზუსტად ერთიდაიგივე ადგილას არის“- აღნიშნულის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პოს TV-ის გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და სინოდის თითოეულ წევრს, რომლებიც ცდილობენ ყველანაირი საეკლესიო რიტუალი ისე დააორგანიზონ, რომ საფრთხე არ შეუქმნან ადამიანებს. „მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ და გავიზიაროთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ეკლესიას, ეს კი, ჩემი აზრით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დავრჩეთ სახლში და გულმხურვალედ ვილოცოთ ერთმანეთისთვის“ განაცხადა ბექა ოდიშარიამ.​
ბეჭდვა