logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი იეზიდებს ახალ წელს (ჩარშამა სარსალე) ულოცავს
ქეთევან ციხელაშვილი იეზიდებს ახალ წელს (ჩარშამა სარსალე) ულოცავს
17:17 15.04.2020
„ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის მრწამსის ყველაზე მთავარი საფუძველი და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც სწორედ მაღალი პასუხისმგებლობით შევძლებთ, რომ გავუმკლავდეთ მსოფლიო პანდემიას”- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების დაცვისთვის მადლობას უხდის და საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს „ჩარშამა სარსალეს“ დღესასწაულს ულოცავს.

„მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეზიდს მივულოცო დიდი დღესასწაული ახალი წელი, რომელიც აღინიშნება სწორედ აპრილის თვეში, არის სიცოცხლის, სიხარულის და კეთილდღეობის სიმბოლო. ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც მთელი პლანეტა დღეს დგას COVID-19-ის გამოწვევის წინაშე, რა თქმა უნდა თითოეულ ოჯახს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე, კეთილდღეობა და მე მგონია, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად შევძლებთ, რომ ეს გამოწვევა დავამარცხოთ.


ამასთანავე, მინდა მათ ისევე, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ბოლო თვის განმავლობაში არაერთი დღესასწაული იქნა აღნიშნული სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გაითვალისწინა და დაიცვა ის რეკომენდაციები, წესები, რომლებიც მოქმედებს დღეს სახელმწიფოში და რომლის დაცვაზეც გადის პირდაპირ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი.

ზოგადად ერთმანეთზე ზრუნვა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის მრწამსის ყველაზე მთავარი საფუძველი და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც სწორედ აი ამ გზით, აი ამ მაღალი პასუხისმგებლობით შევძლებთ, რომ გავუმკლავდეთ მსოფლიო პანდემიას“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა