სოხუმში 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაიცვალა
სოხუმში 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაიცვალა
19:31 08.04.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის საავადმყოფოში, 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ე.წ.ოპერატიული შტაბი გარდაცვლილს კორონავირუსზე შეამოწმებს.

"ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიღეთ ანალიზი კოვიდ-19-ზე და პასუხს მიღებისთანავე გავასაჯაროებთ," - აცხადებენ "შტაბში.



ბეჭდვა