logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქცია გრძელდება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქცია გრძელდება
15:51 08.04.2020
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას ამჯერად ბიზნესკომპანიები "აქსის თაუერსი", X2, "არდი", "ავერსი", "გალფი", "ეფლ სითი", "ვილა რეზიდენსი", "გუდ კომპანი" და "ბადაგონი" შეუერთდნენ.

თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის" ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, კომპანიებმა ხანდაზმულებისთვის გადასაცემი ნობათები ამ მიზნით შერჩეულ სპეციალურ ფართში მიიტანეს. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ილია ელოშვილთან და სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

"ვაგრძელებთ აქტივობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და დახმარებას ჩვენგან საჭიროებს. ამ პროცესში ჩართულია ბიზნესსექტორი, ასევე, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც როდესაც შედიან სუპერმარკეტებში სურსათის შესაძენად, ასევე ყიდულობენ ჩვენ მიერ "წითელ ჯვართან" ერთად შერჩეულ პროდუქტს ხანდაზმულთა დასახმარებლად. დიდია აქტიურობა, სოლიდარობა და მხარდაჭერა. დღეს აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანია: "აქსის თაუერსი", რომელმაც 1000 ოჯახისთვის მოგვაწოდა საკვები პროდუქტები, ასევე, X2, "არდი", "ავერსი", "გალფი", "ეფლ სითი", "ვილა რეზიდენსი", "გუდ კომპანი" და "ბადაგონი". დიდი მადლობა მათ იმ მოხუცების და შეჭირვებული ოჯახების სახელით, რომელთაც ვეხმარებით",- განაცხადა კახა კალაძემ.

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველად საჭიროების ნივთებს მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს "წითელი ჯვრის" მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა