logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: იმ შემთვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დაიცავენ სტანდარტებს, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული, მაშინ ისინი ფუნქციონირებას შეძლებენ, ძირითადად, საბითუმო პატფორმის ფორმატში
ლევან დავითაშვილი: იმ შემთვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დაიცავენ სტანდარტებს, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული, მაშინ ისინი ფუნქციონირებას შეძლებენ, ძირითადად, საბითუმო პატფორმის ფორმატში
19:21 07.04.2020
„აღნიშნული სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდებზეა გამოქვეყნებული. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად უნდა დაიცვან ბიზნესოპერატორებმა - ბაზრების ადმინისტრაციამ და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობების და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას. მოთხოვნები ასევე უკავშირდება მიკვლევადობას - თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე პერსონალის საქმიანობა, მათი კონტაქტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიდან. დღეს ქვეყანაში უმთავრესი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს, არის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე და გულისხმობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვას.

სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია ვაჭრობის წესები, მათ შორის, დისტანციები დახლებს შორის, მოვაჭრეების ორგანიზება. იმ შემთხვევაში, თუ პატარა სივრცეებია, მაშინ უნდა შედგეს კონკრეტული სურსათით ვაჭრობის გეგმა, გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება. თოთოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარდა ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა, სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეების ქცევის წესებსაც, მათ შორის, თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე, დაცული ჰქონდეს სანიტარული ჰიგიენური წესები. ასევე, აღსანიშნავია რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან, ჰიგიენასთან და სანიტარულ პირობებთან ერთად დადგენილია მომხმარებლის ვალდებულებებიც.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილებით 181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები ვრცელდება ამ პირობების დარღვევის შემთხვევაშიც, თითოეულ დამრღვევ სუბიექტზე, ეს იქნება ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა