logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
თსუ-ს სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
თსუ-ს სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
16:44 07.04.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი კომპანია "გრანთ თორნთონის" სტიპენდიანტი გახდა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.
როგორც "გრანთ თორნთონის" მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა, კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას. მისივე თქმით, "გრანთ თორნთონი" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა ლექციებისა და მასტერ-კლასების ჩატარებას სტუდენტებისთვის. ამასთან, წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ როგორც სტაჟირების, ისე დასაქმების შესაძლებლობა.
"კომერციული სექტორის ჩართულობა სახელმწიფო უნივერისტეტებში, სტიპენდიების დაწესება და დასაქმების რეალური პერსპექტივა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას, განსაკუთრებით ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდში. ამჯერად სტიპენდიები გადაეცემათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამ წარმატებულ სტუდენტს, რომელთაც ასევე მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ და დასაქმდნენ ერთ-ერთ წარმატებულ საერთაშორისო კომპანიაში.", - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ.
ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შპს "გრანთ თორნთონს" შორის 2018 წელს გაფორმდა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან ერთად ყოველწლიურად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებას, ასევე პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარებას, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით პრაქტიკის გავლას გულისხმობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის განცხადებით, კომპანია "გრანთ თორნთონი" ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმის ბრწყინვალე მაგალითია, მითუმეტეს დღეს არსებულ ვითარებაში. "ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა გარდა სტანდარტულად დადგენილი დადებითი მხარეებისა, წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ დისტანციურადაც შეიძლება სრულფასოვანი მუშაობა. თსუ-მ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ამ ტიპის გამოწვევას სწრაფად და ეფექტიანად პასუხობს, ვინაიდან გარდა თავისი მაღალპროფესიონალური პერსონალისა ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პარტნიორები ყავს. კიდევ ერთხელ მადლობა კომპანიას "გრანთ ტორნტონი",-აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.
"გრანთ თორნთონის" სტიპენდიანტი ელენე ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დაწესებული სტიპენდია დიდი მოტივაციაა სტუდენტებისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. "ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი მომავალ კარიერაში. დიდი მადლობა თსუ-ს, რომელიც განათლებასთან ერთად ჩვენ პრაქტიკული გამოცდილების მიღების და დასაქმების შესაძლებლობას გვაძლევს, და დიდი მადლობა "გრანთ თორნთონს" უნივერსიტეტისა და სტუდენტების მხარდაჭერისთვის",-განაცხადა ელენე ცეცხლაძემ.
"გრანთ თორნთონი" მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. "გრანთ თორნთონის" წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. "გრანთ თორნთონის" გუნდის წევრები პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. "გრანთ თორნთონის" 56,000-მდე თანამშრომელი, 143-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა