logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში კლინიკა „მედემერჯენსი“ დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში კლინიკა „მედემერჯენსი“ დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო
17:22 04.04.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, კლინიკა „მედემერჯენსი“ დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქვეყანა ვირუსის გავრცელების ფაზაზე გადავიდა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გააქტიურებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ „ცხელების ცენტრების“ გახსნა, რომლებიც განკუთვნილია ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად.

კლინიკა „მედემერჯენსი“ სრულად აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, ექიმებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით, პირადი დაცვის საშუალებებით და ის ერთდროულად 50 პაციენტის მიღებას შეძლებს.

აჭარის რეგიონში უკვე გამოყოფილია 2 „ცხელების ცენტრი“. ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ, მიმართონ მათ რეგიონში არსებულ ცხელების ცენტრებს, სადაც ჩაუტარდებათ დიაგნოსტირება და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. უშუალოდ COVID 19-ის მქონე პაციენტებისთვის ბათუმსა და ქობულეთში ორი საავადმყოფოა გამოყოფილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა