logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას რამდენიმე კომპანია შეუერთდა
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას რამდენიმე კომპანია შეუერთდა
18:03 03.04.2020
კომპანია M2-მა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.

"ძალიან დიდია სოლიდარობის გრძნობა. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია M2-ს, რომელმაც 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები წარმოადგინა, რომლებიც დღეიდან ათივე რაიონში გადანაწილდება და ყველა იმ ოჯახს დაურიგდება, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის "თბილპურს", "ზედაზენს" "ნატახატარსა" და ყველა იმ კომპანიას, ვინც ამ პროექტშია ჩართული. დღეს ორმა ახალგაზრდამ - ეკამ და ანამ, დაახლოებით, 100 ადამიანისთვის საკვები პროდუქტები გადმოგვცა, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. მადლობა რიგით მოქალაქეებს, თბილისელებს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. როდესაც ისინი "აგროჰაბის", "კარფურის", "გუდვილისა" და "სმარტის" სუპერმარკეტებში შედიან, სპეციალურად ამ ოჯახებისთვის განკუთვნილ პროდუქტს ყიდულობენ. შემდეგ კი ჩვენ მოხალისეებისა და გამგეობის თანამშრომლების ჩართულობით, მათ მოსახლეობაში ვარიგებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში დღეს კომპანიები - "ზედაზენი", "ნატახტარი" და "თბილპური" ჩაერთნენ. ასევე, მოქალაქეებმა - ეკა ურეკაძემ და ანა გოგუშვილმა საკუთარი სახსრებით, 100 მარტოხელა მოხუცისთვის განკუთვნილი ნობათები შეიძინეს და გამგეობებს გადასცეს.

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა