logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
თეა წულუკიანი: თუ მართლაც არსებობს თანხა, რომელიც მავანმა თვითმფრინავების დასაქირავებლად შეაგროვა, მოვუწოდებ მას თუ მათ, მთლიანად ჩარიცხონ ფონდში, ისე, რომ თავისთვის თეთრიც არ დაიტოვონ
თეა წულუკიანი: თუ მართლაც არსებობს თანხა, რომელიც მავანმა თვითმფრინავების დასაქირავებლად შეაგროვა, მოვუწოდებ მას თუ მათ, მთლიანად ჩარიცხონ ფონდში, ისე, რომ თავისთვის თეთრიც არ დაიტოვონ
00:40 01.04.2020
„ყველას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ პოლიტიკურ ოპონირებაზე დრო დავკარგოთ, მითუმეტეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი რეალურად სანთლით ეძებენ საკითხებს, თუ რა უსაყვედურონ ხელისუფლებას, რადგან პოლიტიკურ სცენაზე თითქმის უკვე აღარ თუ ვეღარ ჩანან“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

მისი თქმით, ახლა კეკლუცობის და იაფფასიანი სპეკულაციების დრო არ არის, რასაც ოპოზიცია მიჩვეულია.

„თუკი ეს არ არის ტყუილი და მართლაც არსებობს რაიმე თანხა, რომელიც მავანმა შეაგროვა თუ მოაგროვა, თუ დონორებისგან მიიღო იმისთვის, რომ თვითმფრინავები იქირაოს, მე მინდა მას თუ მათ მოვუწოდო, რომ ეს თანხა, ოღონდ ისე, რომ თეთრიც კი არ დაიტოვონ თავისთვის, მთლიანად ჩარიცხონ იმ ფონდში, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ამ ფონდში 82-მა პირმა 20 მილიონამდე ლარი უკვე ჩარიცხა, ფონდი იმართება გაჭვირვალედ და ეს 82 პირი ენდობა ხელისუფლებას, რომელმაც უკეთ იცის, როგორ მართოს ეს თანხა კორონასთან ეფექტური ბრძოლის მიზნებისთვის. ახლა დროა იმისა, რომ ყველა დასერიოზულდეს და თუ ვერ სერიოზულდება აიღონ ეს ფული, თუკი ის მართლა არსებობს და ჩარიცხონ ფონდში. ეს რაელურად დაეხმარება პრევენციას და იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულია, ან სურს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, ვირუსი მძვინვარებს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ღია კარის მტვრევაა ხელისუფლებისთვის მოწოდებები, თითქოს ნაშოვნი ფულით უცხოეთიდან თანამემამულეებს ჩამოიყვანენ.

„ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც პროცესის ფლაგმანი, ყველაფერს აკეთებს, ყოველ დილით პრემიერ-მინისტრი საკითხების ნუსხაში სწორედ ჩვენს თანამემამულეების საკითხს გადის. დღეს მაგალიტად, ჩვენს არასრულწლოვან თანამემამულეებზე იყო პრემიერი შეწუხებული და ზრუნავს იმაზე, რომ უცხოეთში მყოფი ამგვარი პირები პირველ რიგში დაბრუნდნენ“ - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ ადამიანი პოლიტიკური სპეკულირებით არ ხარ დაკავებული, რაიმე მოწოდების ადგილი, არ არსებობს.

„ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ძალისხმევით ქვეყანაში დაბრუნებული ასეულობით საქართველოს მოქალაქე. მიმდინარეობს მათი ეფექტურად მართვა კარანტინებისა თუ მკურნალობის რეჟიმში“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა