კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
17:35 31.03.2020
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელინაში მცხოვრებმა მიხეილ მაზმიშვილმა და წარმოშობით თელიანელმა ნინო ცაგარეიშვილმა საკუთარი სურვილითა და პირადი ფინანსებით საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.

სოფელ თელიანსა და სასირეთში მათ 12 ოჯახის მიმართ თანდგომა გამოხატეს და ბინაზე 7 დასახელების პროდუქტები მიუტანეს. ესენი ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და ავადმყოფი ადამიანები არიან.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მისაბაძ ადამიანებს, მადლობას უხდის თანასოფლელთა დახმარებისათვის.

ბეჭდვა