logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება
გიორგი გახარია: შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება
19:29 30.03.2020
შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება ხაზი, რომლითაც მთავრობას ექნება პირდაპირი კავშირი საქართველოს მოქალაქეებთან. ასევე, გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ იქმნება მთავრობის ცხელი ხაზი.

„იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ეს არის გამოწვევა, რომლის პროგნოზიც დღეს არსებული მონაცემებით, ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში, ან ორ კვირაში, ამიტომ, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ოპერატიული მართვის შტაბი კოორდინაციას და მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც გაუწევს კოორდინაციას და მომსახურეობას ყველა საწარმოს, სტრატეგიული მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა