ბოლნისი საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით შეუფერხებლად მარაგდება
ბოლნისი საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით შეუფერხებლად მარაგდება
22:11 26.03.2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი სასურსათო მაღაზიებში საკვები პროდუქტების მარაგს გაეცნენ.

ბოლნისში გამოცხადებული საკარანტინე მდგომარეობის შემდეგ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასურსათო და სააფთიაქო დაწესებულებებისა და სტრატეგიული ობიექტების გარდა ყველა დაწესებულება დროებით დაიხურა.

დეპუტატი და მერი დღესვე სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების მარაგს გაეცნენ.

"ამ ეტაპისთვის ცენტრალურ მთავრობასთან ურთიერთობით დღითიდღე უმჯობესდება საკვები პროდუქტების მომარგების საკითხი. რეგულარულად მარაგდება მედიკამენტებით ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი ყველა სააფთიაქო ქსელი"-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

ბეჭდვა