logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა
დიმიტრი ხუნდაძე: თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა
21:35 25.03.2020
„შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა, თუ ეპიდ-ვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ასევე, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. ჩვენ ვმართავთ პროცესს და პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მოქალაქეობრივი პასიხისმგებლობაა ერთი ის, რომ შეასრულოს რეკომენდაციები და მეორე და ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა - რომ დავშალოთ სოციალური სიმჭიდროვე, ანუ არ იყოს მჭიდრო კონტაქტები“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით დედაქალაქი განიტვირთა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ოჯახებში არის დარჩენილი და გარეთ გამოსვლას ერიდება არამედ, იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი რაიონებს დაუბრუნდა.

„ამას აქვს თავისი კარგი მხარე, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ე.წ. სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვე გაიზარდა. ასევე, რაიონებში, სადაც არის მრავალბინიანი კორპუსები, შეინიშნება მოქალაქეების სიჭარბე. ეს, არის ხიფათის შემცველი. რეკომენდაციებს თუ არ ვასრულებთ, ვეთამაშებით ცეცხლს. თუ ჩვენ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შესაძლოა მარნეულისა და ბოლნისის ვითარება მივიღოთ სადმე და მაშინ, საჭირო გახდება მასობრივი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს, ერთი - დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, ვეცადოთ, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები. მე მჯერა, რომ ბოლოს, ჩვენ ვირუსთან გამარჯვებულები დავრჩებით, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური მაჩვენებელი, რათა ცხოვრების რეჟიმი ნაკლები ზიანით, მაგრამ სწორად გავაგრძლოთ. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მოქალაქის გასაკეთებელ საქმეს, რომ დაიცვან ჰიგიენის წესები და მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს, ვერ გააკეთებს სხვა. ხსნა ამ ვითარებიდან და ზიანის შემცირების მთავარი რეკომენდაცია, საფუძველი და საშუალება, არის კონტაქტების შემცირება და სიმჭიდროვის გაშლა, ამიტომ მოქალაქეებს მხოლოდ ამაში ვთხოვთ დახმარებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა