logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ადგილობრივი წარმოების პირბადეები როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდებათ
ადგილობრივი წარმოების პირბადეები როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდებათ
17:07 25.03.2020
ქართული წარმოების პირბადეების ოპერატიულ მიწოდებას სასურსათო-სავაჭრო ქსელის თანამშრომლებისთვის ბიზნესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტი თანამშრომელი ოპერატიულად იქნება უზრუნველყოფილი ვირუსისგან დამცავი საშუალებებით.

„კრიზისული სიტუაციის დაწყების პირველივე დღიდან მთავარი პრობლემა, რაც გვქონდა, იყო პირბადეები. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულია 780 მაღაზია და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული პირბადეები გადანაწილდება პროპორციულად, საჭიროების შესაბამისად. ამის გარდა, დავარიგებთ, ასე ვთქვათ, სახის დამცავ სხვა საშუალებს და ხელთათმანებს“ - განაცხადა მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა ჭელიძემ.

„გუდვილის“ დირექტორის, გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, კომპანიის თანამშრომლების საქმიანობა არსებულ სიტუაციაში სამოქალაქო გმირობის ტოლფასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც მათი, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობის უსაფრთხოების საქმეში მთავრობა ბიზნესს გვერდში უდგას.

„მისასალმებელია, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა ძალიან აქტიურად არის ჩართული პროცესში, რომ სავაჭრო ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა პირბადეებზე, დეზინფექციის საშუალებებზე. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან მართლა სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, რასაც დღეს აკეთებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში მთავრობა გვერდში გვიდგას. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ორგანიზებულად ახორციელებს პირბადეების მოწოდებას და ჩვენთვის ეს საშუალებები ხელმისაწვდომია ყოველგვარი შეფერხებისა და პრობლემების გარეშე. მადლობა მთავრობას, რადგან ყველა ჩვენი თანამშრომელის ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი“ - აღნიშნა გიორგი ხაბაშვილმა.

სასურსათო-სავაჭრო ქსელების თანამშრომლებისთვის დღეს ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ადგილობრივი წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო. პროცესს უშუალოდ ესწრებოდა ნათია თურნავა, რომლის შეფასებით, უმთავრესი პრიორიტეტია როგორც მაღაზიების თანამშრომლების, ასევე მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა