logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო
ნათია თურნავა სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო
16:55 25.03.2020
„ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე - ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას. დღეს კომერციულ სექტორშიც, პრიორიტეტების მიხედვით დავიწყეთ პირბადეების მიწოდება, პირველ რიგში, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის,“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ქართული წარმოების პირბადეები, რომლებიც მზადდება რამდენიმე საწარმოში, დარიგდება პრიორიტეტების მიხედვით იქამდე, სანამ არ აეწყობა მასობრივი წარმოება, რომელიც, დამოკიდებულია ნედლეულზე და სავარაუდოდ, მალე იქნება. „ამ ეტაპზე პირბადეების მიწოდების პრიორიტეტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ შეხებაში არიან სხვა ადამიანებთან და ყველაზე მეტად საჭიროებენ დაცვას ვირუსის გავრცელებისგან. მათ შორის არიან სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები - მოლარეები, კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომლებსაც გადავცემთ მრავალჯერადი გამოყენების ქართული წარმოების პირბადეებს თავისი ინსტრუქციით და ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც, რაშიც სამინისტროს დახმარებას უწევს მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაცია. „ეს ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას, ეს არის 2000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი ამ სექტორში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა