logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება; საუბარია დენის ვაუჩერებზე, ბიზნესისთვის - საშემოსავლო გადასახადის მოხსნაზე
ივანე მაჭავარიანი: მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება; საუბარია დენის ვაუჩერებზე, ბიზნესისთვის - საშემოსავლო გადასახადის მოხსნაზე
20:38 22.03.2020
მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება - საუბარია, დენის ვაუჩერებზე, ბიზნესისთვის - საშემოსავლო გადასახადის მოხსნაზე, რათა მათ შეძლონ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ვარიანტების შესახებ დეტალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით სხვა მიდგომაა საჭირო, მსხვილ კომპანიებში ვინცაა დასაქმებული და ვისაც დიდი ხელფასი ჰქონდა, მათ დანაზოგი აქვთ და მათთან სხვანაირი მოდელი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ბიუჯეტს ამ სოციალური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით ვაკეთებთ. ამავდროულად, ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე. გვჯერა და ასეც იქნება, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ დონორებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, შემდგომში, შენელებული ეკონომიკა როგორ უნდა დასტიმულირდეს და რა საშუალებებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ბევრი საუბრობს სხვადასხვა ტიპის სოციალური მხარდაჭერის შეთავაზებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ეს გეგმა იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი და ფინანსურად მდგრადი.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა მოსაზრებას ვისმენთ, ვაანალიზებთ. ეს ღონისძიებები უნდა იყოს მიზნობრივი, მაქსიმალურად სწორად უნდა მოიცვას ის ჯგუფები, ვინც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა, ეს ერთი და მეორე, ეს შესაძლებელი უნდა იყოს ფიზიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვერდზე დგანან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, შეგვიძლია სესხის მოზიდვაც და ამას გავაკეთებთ კიდეც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ღონისძიებები უნდა იყოს ფინანსურად მდგრადი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა