logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე აღსაზრდელების მშობლები ბავშვთა კვებისთვის  გათვალისწინებული პროდუქტების  წაღებას შეძლებენ
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე აღსაზრდელების მშობლები ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების წაღებას შეძლებენ
12:44 15.03.2020
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული არამალფუჭებადი პროდუქტები აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკანასკნელ პერიოდში, ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდასთან ერთად, საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო და მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლიან ნაბიჯებს დგამს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვისთვის.

ჩვენ უკანასკნელ დღეებში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის მერიის სხვადასხვა მომსახურებაზე დავადგინეთ ახალი წესები და გარკვეული შეზღუდვები.

დავადგინეთ ახალი წესები სოციალურ სასადილოებში მომსახურებაზეც და გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილი საკვები სახლში გავატანოთ. ამ პროცესში ჩართული იქნებიან მოხალისეები. ძალიან დიდია მომართვიანობა და ჩვენი მხრიდან ყველა ამ ადამიანს მადლობა.

დღეს მსურს, თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაგაცნოთ და ეს შეეხება ჩვენს პატარებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეწყვეტილია.

საბავშვო ბაღს ჩვენს ქალაქში აკისრია, როგორც აღმზრდელობითი, ასევე გარკვეული სოციალური ფუნქციაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით, არამედ ბავშვისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც.

სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლის და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს.

პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, ნუტრიციოლოგისტებთან. პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა აღსაზრდელების მშობლებს. ეს შესაძლებელი იქნება ხუთშაბათიდან. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით, როგორც ეს მოხდება უფასო სასადილოებთან მიმართებაში.
დაფასოებული პროდუქტების პაკეტის გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არცერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება"-განაცხადა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა