logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
თბილისში მოქმედი უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, ორშაბათიდან, მერიის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები მოემსახურებიან
თბილისში მოქმედი უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, ორშაბათიდან, მერიის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები მოემსახურებიან
19:09 14.03.2020
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდეს. დამატებით სერვისებს მერიის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები ორშაბათიდან განახორციელებენ. პროცესში მოხალისეებად ჩართვის სურვილი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

ახალგაზრდა მოხალისეებს დღეს, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი რაიონების გამგებლებთან ერთად შეხვდა და მათ ახალ მომსახურებასთან დაკავშირებით სპეციალისტების რეკომენდაციები გააცნო.

ილია ელოშვილის განცხადებით, მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ეკიპირებით ორშაბათიდან მოემსახურებიან.

"ეს ზომები მიმართულია იმისკენ, რომ ადგილზე მოხდეს საკვების უსაფრთხოდ გადაცემა ბენეფიციარებისთვის, რომ ბენეფიციარების ის სეგმენტი, რომელიც არის განსაკუთრებით მოწყვლადი რისკ-ფაქტორების ქვეშ ან არიან ქრონიკული დაავადებების მატარებლები, ასევე, იზოლაციაში მყოფი ადამიანები და მარტოხელა მოხუცები, არ დარჩნენ საკვების გარეშე. მერიამ გამოაცხადა მობილიზაცია და მოუწოდა მოხალისეებს, შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მიზნები. ამ მოწოდებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება. ჩვენ მივესალმებით ყველა მოხალისეს, რომელიც თავისი სურვილით დააფიქსირებს ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ჩვენს ცხელ ხაზზე.

ჩვენ მოხალისეებთან ერთად მოვახდენთ იმ სეგმენტის იდენტიფიცირებას, რომელიც საკვების ადგილზე მიტანას საჭიროებს. ასევე, მოხდება ადგილზე რიგების მართვა იმგვარად, რომ მომსახურება იყოს სრულიად უსაფრთხო. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მათ უკვე გააჩნიათ სტრუქტურები რაიონების მიხედვით, რაც გაცილებით გაგვიმარტივებს ურთიერთობას გამგეობებთან, რომლებმაც უნდა წარმართონ ეს პროცესები", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

უფასო სასადილოებში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (032 2 722222), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც "ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის" მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;

ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს მოხალისედ დარეგისტრირდეს, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე: 032 2 722222. საჭიროების შემთხვევაში, მათ დაუკავშირდებიან და ისინი გაივლიან შესაბამის ტრენინგს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა