logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ილია ნაკაშიძემ და სოფო კილაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებთან აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს
ილია ნაკაშიძემ და სოფო კილაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებთან აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს
20:54 13.03.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ილია ნაკაშიძემ განაცხადა, ტელევიზიაში არსებული პრობლემები წესდების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

„დღეს, დარწმუნებული ვარ ერთ რამეში - არის წესდება და ამ წესდების მიხედვით უნდა იმოქმედოს კოლექტივმა მშვიდად და მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს კოლექტივი, როდესაც მის წინაშე დგება პროფესიული პრობლემები. საქართველოს პარლამენტის სურვილია ავაშენოთ მაღალი სტანდარტის დემოკრატია, რომლის ნაწილიც არის მედია და ასევე, ჩვენი სურვილია, რომ მედიაც იყოს მაღალი სტანდარტის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში უნდა იყოს სიმშვიდე და ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება.

„ჩვენ ამ კვირაში შეხვედრა გვქონდა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილთან. იმისთვის, რომ გვქონოდა ობიექტური სურათი, დღეს შევხვდით მეორე მხარესაც, რომლის მიმართაც ჟურნალისტების ნაწილს გარკვეული პრეტენზიები აქვთ. მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ მოთხოვნილია აუდიტის დასკვნა და მნიშვნელოვანი იქნება ამ დასკვნის შედეგების გაცნობაც. ჩვენთვის მთავარია აჭარის მაუწყებელში სიტუაცია იყოს მშვიდი და ყველა მხარეს ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება იმისთვის, რომ მათ განახორციელონ თავისი უფლებამოსილებები, რაც კანონი მხრიდან მათ აქვთ დაკისრებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა