logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ყველა რექტორს აღვუთქვი, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი
მიხეილ ჩხენკელი: ყველა რექტორს აღვუთქვი, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი
21:07 12.03.2020
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და მათ გააცნო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოს მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სამინისტროს უპირველეს ამოცანას სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.

შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტეტის წინაშე დგას საერთო გამოწვევა - სწავლებაში ელექტრონული მეთოდის გამოყენება. ეს პროცესი კი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცილების გაზიარების გზით უნდა წარიმართოს.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ჩატარდა რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გავაცანით სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სასწავლებელში არდადეგები გახანგრძლივებულია 1 აპრილამდე და უმაღლესი დაწესებულებების რექტორებს მივეცით რეკომენდაცია, ამ პერიოდში, 16 მარტიდან 1 აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით. ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ონლაინ სწავლების მეთოდი გააგრძელონ 1 აპრილის შემდეგ ჰიბრიდული ფორმით, როდესაც სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. და ეს კი, თავის მხრივ იძლევა იმის გარანტიას, რომ სემესტრი გაგრძელდება არა 15 კვირის, არამედ 1 აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რადგან ახლა სწორედ ის დროა, აკადემიური კოლეგიალობა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

მე ყველა რექტორს აღვუთქვი მზაობა, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი“.

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა რექტორების დამატებით შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა, რომელთა მხრიდან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოიხატა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა