logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოება, მთავრობა, ექიმები - ყველა ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შევაკავოთ
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოება, მთავრობა, ექიმები - ყველა ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შევაკავოთ
22:47 10.03.2020
„კორონავირუსის შემთხვევების ანულირება დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ რასაც საქართველო ეფექტურად ახერხებს, ეს არის ის, როდესაც სხვა ქვეყნებშიც სიტუაცია მიდის გავრცელების პიკისკენ, საქართველო ახერხებს, რომ ამ პიკს თავი აარიდოს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ვირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობას უხდის. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა რომი-თბილისის სპეც რეისის შესრულებასაც, რომელმაც იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელიც „საქართველოს ავიახაზებმა“ გააკეთა.

"ამ მომენტისთვის ჩვენი ქვეყანა, ჯანდაცვის და სხვა სამსახურები ეფექტურად უმკლავდებიან ამ გამოწვევას და ახერხებენ ვირუსის გავრცელების შეკავებას. ევროპაში საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ყველაზე სწრაფად და ყველაზე სწორი ნაბიჯები გადადგა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ინფექციური პათოლოგიების ცენტრს, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, ვინც ამ საკითხზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასევე, სხვა სამსახურებსაც - საზღვარს, საბაჟოს, სასწრაფო დახმარების ცენტრებს და საპატრულო პოლიციას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ავიაკომპანიამ, „საქართველოს ავიახაზებმა“ და ეს არ ხდება პირველად, როდესაც საქართველოს ავიახაზები გამოყოფს თვითმფრინავებს და ასრულებს ძალიან საკვანძო ფუნქციას საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვის ამ კომპანიას, მთლიანად ხელმძღვანელობას, და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ რეისების განხორციელებაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველი მოქალაქეები, რომლებსაც კარანტინი დასჭირდათ, აბასთუმანის ფილტვის ცენტრსა და საჩხერეში მდებარე სასტუმროში განთავსდნენ, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აშენებული და აღდგენილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, მთავრობა, მედია ყველა ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ვირუსის წინააღმდეგ ზომები იყოს მიღებული. ამ შემთხვევების ანულირება დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ რასაც საქართველო ეფექტურად ახერხებს, არის ის, როდესაც ევროპულ ქვეყნებში და სხვა ქვეყნებშიც სიტუაცია მიდის გავრცელების პიკისკენ, საქართველო ახერხებს, რომ ამ პიკს თავი აარიდოს. როდესაც გადაივლის გავრცელების პიკი, თუ საქართველომ შეძლო, რომ დარჩეს დაბალი გავრცელების არეალში, ჩათვალეთ, რომ საქმე არის ძალიან მაღალ დონეზე გაკეთებული ჩვენი სახელმწიფოს და ყველა ჩვენგანის მიერ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა