logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ლელა აქიაშვილი: საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია
ლელა აქიაშვილი: საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია
16:55 10.03.2020
საამაყო ნამდვილად გვაქვს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, საჯარო სექტორში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, სასტუმრო „რუმსში“, კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტში 11 მინისტრიდან 5 ქალია, რაც 45%-ს უტოლდება, ამასთან, მინისტრის მოადგილეებს შორის ქალების 31%-იანი წარმომადგენლობაა.

„საამაყო ნამდვილად გვაქვს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც. თავად მინისტრთა კაბინეტში 11 მინისტრიდან 5 ქალია, რაც პროცენტულად 45%-ს უტოლდება და მინისტრის მოადგილეებს შორის 31%-იანი წარმომადგენლობაა ქალების. ეს ნამდვილად საამაყოა და აჩვენებს, რომ მიმართულება სწორია. დღევანდელი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით. დღევანდელი კვლევა იმითაც არის მნიშვნელოვანია, რომ გარდა მშრალი კვლევებისა, საუბარია იმ უხილავ ბარიერებზე, რასაც სტატისტიკა ვერ ასახავს, თუმცა რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება საჯარო სექტორის სხვადასხვა მოხელე. ეს ერთის მხრივ განპირობებულია ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებით და საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მიდგომებით კაცებსა და ქალებს შორის ხოლო მეორე მხრივ ხშირ შემთხვევაში ასევე განპირობებულია შიდა ორგანიზაციული კულტურით. ამ შემთხვევაში უკვე პასუხისმგებლობას საჯარო სექტორი ინაწილებს კერძო სექტორთანაც გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით, სამუშაო გარემოს, კარიერულ სვლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით კვლევა ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. ანგარიშის წარდგენა გენდერული თანასწორობის კვირეულს ეხმიანება.

კვლევაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების როგორც ჩაღრმავებულ გამოკითხვას, ისე ფოკუს ჯგუფებთან მუშაობას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს შესაბამის უწყებებს უთანასწორობის სისტემური და კულტურული წინაპირობების გამოვლენასა და სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში, რომელიც საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის დანერგვას უზრუნველყოფს.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ; საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, ალექსანდრა ქოულიმ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა