logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობა ყველა მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობა ყველა მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას
19:36 07.03.2020
"იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით ქ. რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის,ჯანდაცვის სამინისტროებთან,საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან,აეროპორტების გაერთიანებასთან,რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით,რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ."-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

შეიქმნა სპეციალური ელ.მისამართი და გავრცელდა განცხადება, სადაც საქარველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში,რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები.

"დღევანდელი მდგომარეობით,შემიძლია გითხრათ,რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა საკონსულო სამსახურმა,საელჩომ. ამ ეტაპზე გვყავს 95 ადამიანი, მაგრამ მონაცემები იცვლება, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ელ.მისამართზე,მოხდა დაკავშირება ამ ადამიანებთან,მათ ესაუბრნენ საელჩოს თანამშრომლები და შესაბამისად ამ ადამიანების ჩამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში"-განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შემქნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას. საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყუარდღებას მიაქცევს და მიხედავს.

“ერთი თხოვნა მაქვს და მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ და ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იქ რეისების გაუქმების გამო , გამოხატავენ შიშს, რომ მათ არ მიხედავს სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შექმნილი იმეილის მისამართი,რომელზეც ეს ადამიანები აგზავნიან თავის მონაცემებს. როგორც კი მონაცემებს იღებს საელჩო, მათ უკან ეგზავნებათ შეტყობინება, რომ მონაცემები არის მიღებული და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათთან მოხდება კომუნიკაცია. დღევანდელ დღეს, 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, 95-ივე ადამინი არის კონტროლის ქვეშ. მომავალში, თუ ვინმე დააპირებს დარეკვას და გამოგზავნის ინფორმაციას ჩვენს იმეილზე, იყავით დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსულო და საელჩო იტალიაში, დაგიკავშირდებათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას.“ -განაცხადა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მყოფი ის მოქალაქეები, ვინც იტალიასთან რეისების გაუქმების გამო ვეღარ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ბილეთები ქონდა შეძენილი მომდევნო ორ კვირაზე, მათ წამოყვანას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა