logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
საგარეო უწყება: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და აქვთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან
საგარეო უწყება: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და აქვთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან
19:06 07.03.2020
„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის რასაკვირველია იტალიაში, ირანში და სხვა მაღალი რისკის ქვეყნებში, ჩვენი საელჩოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ყველა საელჩოს და საკონსულოს აქვს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ყველა იმ ქვეყანაში სადაც მზარდია დაინფიცირების მაჩვენებელი ამოქმედებულია დამატებითი ცხელი ხაზი” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების პირობებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, დაინფიცირების მაღალი რისკ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მხრივ გაწეულ სამუშაოებზე.

მისი თქმით, მათ შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ამოქმედებულია დამატებითი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ირანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაეკონტაქტონ სალეჩოსა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის საქართველოს მთავრობამ უკვე მოახდინა 30 საქართველოს მოქალაქის გამოყვანა ირანის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გავლით.

„35 კაციანი სიიდან, რომელიც ჩვენ თავიდან გვქონდა, 5 ადამიანმა უარი განაცხადა და გადაწყვიტა დარჩენილიყო ირანის ტერიტორიაზე. ჩვენ დამატებით კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ირანში. მათგან ნაწილი გამოხატავს ირანში დარჩენის სურვილს, ნაწილს კი სურს საქართველოში დაბრუნება. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასეთივე დერეფანი შეთანხმებულია სომხეთის რესპუბლიკასთან და შესაძლებელია, რომ სომხეთის რესპუბლიკის გავლით განვახორციელოთ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა.“ - აღნიშნა ხვთისიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის მაღალი გავრცელების ზონებიდან მოახდინა საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, კერძოდ მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება და მიმდინარეობს მუშაობა იტალიის რესპუბიკასთან ფრენების შეჩერების გამო გაუქმებული რეისების შედეგად იტალიის ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების საკითხზე.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა