logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ლელა აქიაშვილი: დღის წესრიგში დგას უკვე არა კანონმდებლობის გამკაცრება არამედ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა
ლელა აქიაშვილი: დღის წესრიგში დგას უკვე არა კანონმდებლობის გამკაცრება არამედ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა
17:56 07.03.2020
დღის წესრიგში დგას უკვე არა კანონმდებლობის გამკაცრება არამედ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიწყებთ კამპანიას, რომლისთვისაც მუშაობას რელევანტურ საჯარო უწყებებთან, იმისათვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ცნობიერების ამაღლება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა არის გლობალური პრობლემა, რომელსაც არ გააჩნია გეოგრაფიული საზღვრები და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონმდებლობა არაერთხელ იქნა გამკაცრებული. დღეს დღეობით დღის წესრიგში დგას უკვე არა კანონმდებლობის გამკაცრება არამედ სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიწყებთ კამპანიას, რომლისთვისაც მუშაობას რელევანტურ საჯარო უწყებებთან, იმისათვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ცნობიერების ამაღლება და იმ სერვისების გაუმჯობესება რაც ამ პრობლემასთან ბრძოლაში გამოგვადგება“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება.

„კანონპროექტი, რომელიც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განიხილა პარლამენტში, სწორედ აი ამ პრევენციის და მონიტორინგის ერთ-ერთი ნაწილია. პრევენციის და მონიტორინგის მხრივ კიდევ არაერთი ღონისძიება გატარდა, შეიქმნა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მონიტორინგის მექანიზმი, პრევენციის მექანიზმები და ა.შ.“, - აღნიშნა აქიაშვილმა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ კამპანია იყოს წარმატებული, მნიშვნელოვანია, რომ მასში ჩაერთოს ყველა საჯარო უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები და ცნობილი ადამიანები.

„იმისათვის, რომ კამპანია იყოს წარმატებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში ჩაერთოს ყველა საჯარო უწყების წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. შესაბამისად , როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველა ამ აქტორს ჩაერთონ კამპანიაში იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივიტანოთ სათქმელი საზოგადოებამდე. წარსულში ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე კარგი მაგალითი, როდესაც საზოგადოებრივმა გაერთიანებამ მიგვიყვანა შედეგამდე და ეს კამპანია არ არის გამონაკლისი და თუ ჩვენ ყველა არ გავერთიანდებით და ყველა ერთად არ ავიმაღლებთ ხმას, უპირველეს ყოვლისა დავიწყებთ საუბარს ამ პრობლემაზე შედეგს ისე ვერ მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად გამოგვივა“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და რელევანტური უწყებების წარმომადგენლებს შორის გაიმართა. მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, რელევანტური სამინისტროების მიერ განისაზღვრება კონკრეტული ქმედებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, კრიზისული სერვისების მიწოდების, განგრძობადი და პროფესიული განათლების და ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა