logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
თსუ პრე-აქსელერაციის პროგრამის JET29 გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თსუ პრე-აქსელერაციის პროგრამის JET29 გამარჯვებულები გამოვლინდნენ
19:22 02.03.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერაციის პროგრამის JET29 გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, „საქართველოს ბანკის“ და „ბრიტანეთის საბჭოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

19-27 თებერვლის ჩათვლით თსუ-ს სტუდენტებისგან შექმნილმა გუნდებმა 10 დღიანი ინტენსიური სატრენინგო კურსი გაიარეს, განავითარეს და დახვეწეს თავიანთი სტარტაპ იდეები, რომელიც 29 თებერვალს დემო დღეზე წარადგინეს.

,,ღონისძიებას პირველად ატარებს თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი, ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი პროექტი, ჩატარდა გრძლევადიანი ტრენინგები ჩვენი სტარტაპის მსურველთათვის და დღეს შემაჯამებელ ღონისძიებაზე, 10 წუთიანი ფილმით გვაჩვენეს თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ამ დღეეების განმავლობაში, იყო ბევრი სიახლე და მონაწილეებმა შეძლეს მოკლე დროში დაერწმუნებინათ მომავალი ინვესტორები“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

პრე-აქსელერაციის პროგრამა დამწყები სტარტაპერების განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამის მიზანია ადგილობრივი ინოვაციურ-ტექნოლოგიური პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება.

,, ჩვენ გვქონდა იდეა არქიტექტორებს დავხმარებოდით AI –ს საშუალებით, უფრო გაემარტივებინათ შენობების დაგეგმარება. დღეს გავხდით ორი კომპანიის რჩეული: რედბერი და საქართველოს ბანკი, რაც გულისმხობს იმას, რომ შემდეგში გვექნება საშუალება გავიაროთ კონსულტაციები ამ კომპანიებთან, რომლებიც წაგვწევენ წინ, მოგვცემენ რჩევებს“ აღნიშნა არჩილ საყევარაშვილმა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრმა. მისი თქმით, ტრენინგებმა განავითარა როგორც მონაწილეთა იდეები, ასევე ცოდნა და იგი მადლობას უხდის პროგრამის ორგანიზატორებს.

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ქურდაძე პრე-აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად თავის სფეროში წარმატებულ ტრენერთა და მათთან ერთად საუკეთესო მენტორთა გუნდის ჩართულობას მიიჩნევს. ,,პრე-აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება საუკეთესო, თავის სფეროში წარმატებულ ტრენერთა და მათთან ერთად საუკეთესო მენტორთა გუნდია, რომლებიც საინტერესო რჩევებს აძლევდნენ მონაწილეებს. ასევე ჩვენ გავაცოცხლეთ Elevator Pitch, რაც მოკლე დროში ადამიანებისთვის საკუთარი იდეის გაცნობასა და მათ დაინტერესებას გულისხმობს” - განაცხადა ნინო ქურდაძემ.

სატრენინგო კურსს სტარტაპ ეკოსისტემაში აქტიურად მონაწილე ტრენერები უძღვებოდნენ: დავით ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ გოგოჭური, მერაბ კუცია, ლია მოშიაშვილი, ნოდარ შარაბიძე და მახარე მერებაშვილი. ტრენერებთან ერთად მონაწილეებს რჩევებს გამოცდილი მენტორები აძლევდნენ, მათ შორისაა სოსო გალუმაშვილი, ლევან კეცხოველი, ირაკლი ჩიქავა და გიორგი მირზიკაშვილი.

"საქართველოს ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში მხარს ვუჭერთ მათ პირველ პრე-აქსელერატორის პროექტს, დღეს სათაო ოფისში გაიმართა დემო დღე, სადაც ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინეთ“- განაცხადა სალომე კვირკველიძემ, საქართველოს ბანკის ბრენდმენეჯერმა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მიმართულებით.

პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე პროგრამაში მონაწილე გუნდებმა საკუთარი იდეები სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისგან შემდგარ ჟიურის წარუდგინეს.

დემო დღეზე წარმოდგენილი ხუთივე გუნდი გამარჯვებულია, სტარტაპერებს ჯეპრამ, რედბერიმ, საქართველოს ბანკმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ჯილდოები საჭიროებისამებრ შეურჩიეს. გუნდებმა მენტორობა, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების უფლება და საკუთარი იდეის რეალიზაციის შანსი დაიმსახურა.

პროგრამისა და ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა