logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
"5-7 დღის შემდეგ ამ ვირუსს ორგანიზმი მოერევა" - ექიმ კომაროვსკის რჩევები
"5-7 დღის შემდეგ ამ ვირუსს ორგანიზმი მოერევა" - ექიმ კომაროვსკის რჩევები
16:11 29.02.2020
ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას რჩევებს აძლევს.

კომაროვსკის თქმით, გავრცელების უნარის მაჩვენებლით კორონავირუსი ე.წ. ესპანურ გრიპს ბევრად ჩამორჩება.

• დიდი პანიკა მოჰყვა ვირუსის გავრცელების ტემპის შესახებ ინფორმაციას. რეალურად რამდენად გადამდებია კორონავირუსი? ანუ საშუალოდ რამდენი ადამიანის დაავადება შეუძლია ერთ ინფიცირებულს? ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის შემთხვევაში ეს არის 1-2 ადამიანი, ცნობილი ესპანური გრიპი (ე.წ. ისპანკა) აავადებდა 2-8 ადამიანს, წითელათი ინფიცირებული 12-18 ადამიანს აავადებს საშუალოდ, ვუჰანის ვირუსის მაჩვენებელი კი გახლავთ 1-4, ანუ ბევრად ნაკლებგადამდებია, ვიდრე წითელა. ამიტომ გაოგნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პანიკით - ჩვენს ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ადამიანი გვყავს წეთელათი ავად, ხალხი აცრების თემას ისევ საკამათოდ ხდის. ვუჰანის ვირუსი კი ჯერ არავის დამართნია და უკვე ბანანის ჭამას ვანებებთ თავს და ჩინურ ამანათებს არ ვხსნით. ბოდვას ჰგავს ეს ყველაფერი...

• ვუჰანი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მისთვის იდეალურ პირობებშიც კი მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში ბინადრობს, შემდეგ იწვევს 5-7-დღიან ავადობას. ვირუსი არ გახლავთ ქრონიკული დაავადების გამომწვევი, 5-7 დღის შემდეგ ორგანიზმი მას მოერევა, რა თქმა უნდა, თუ მასზე ძლიერი აღმოჩნდება ან დადგება საიკვდილო გართულებები. ანუ გამოდის, რომ მაქსიმუმ 20 დღე შეიძლება ვირუსი ადამიანის სხეულში ცოცხლობდეს, ჩინურ ამანათებში კი ვირუსისთვის იდეალური პირობები ნამდვილად არ არის და მერწმუნთ, 2-3 დღეზე მეტს ვერ შენარჩუნდება. წარმოიდგინეთ, სანამ გზავნილი თქვენამდე მოაღწევს, რამდენი დღე გავა. ასე რომ, უშიშრად გახსენით და მშვიდობაში მოიხმარეთ.

• "ახალი ჩინური ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა, თუმცა რაც ყველაზე არასასიამოვნოა, საშუალოდ, საინკუბაციო პერიოდი 10 დღეს შეადგენს, ანუ ინფიცირებული ადამიანი ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც აინფიცირებს გარშემომყოფთ.

• გაითვალისწინეთ, მხოლოდ სპეციალური ტესტი ადგენს კორონა ვირუსის დიაგნოზს ასპროცენტიანი სიზუსტით, ამ ტესტის გარეშე დასმული დიაგნოზი მხოლოდ მკითხაობაა.

• გინდათ, რომ თავი დაიცვათ? დაატენიანეთ ჰაერი სივრცეში, სადაც გიწევთ ცხოვრება და მუშაობს. ტენიანობის მზომი ხელსაწყოები ხელმისაწვდომია, გაზომეთ ტემპერატურა და ტენიანობა სკოლებსა და ბაღებში, ოპტიმალურია +18+20 გრადუსი, ტენიანობა კი 40-60 პროცენტი. ხშირად გაანიავეთ სათავსო, რათა ჰაერში ვირუსების კონცენტრაცია შემცირდეს, იბანეთ ხელები.

• ჩინეთში, სადაც ვირუსის ეპიცენტრია, გავრცელების სწრაფ ტემპს მოსახლეობის სიმჭიდროვეც განაპირობებს.

მილიარდიან, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ჩინეთში, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანთა რაოდენობა ბევრად აღემატება ჩვენსას, ის სწრაფად ვრცელდება. ჩვენ კი ნამდვილად შევძლებთ, წარმატებით გავუმკლავდეთ ამ ვირუსს.

• სიმტომებს რაც შეეხება, ნაკლებად ახასიათრებს სურდო და ცხვირიდან გამონადენი. კორონავირუსი პირველ რიგში ქვედა სასუნთქ გზებს უტევს. ამიტომ იწვევს ინტენსიურ ხველას, ქოშინს, სისუსტეს. იშვიათად გამოხატულია დიარეა და კონიუქივიტი. ეს სიმპტომები უამრავ სხვა დაავადებასაც ახასიათებს.

• რას შეეხება პრევენციას - ამ დროს ვაქცინა უცბად გახდება ხოლმე სანატრელი, ყველა ვაქცინას ითხოვს, თურმე როგორ ჰყვარებიათ... ხალხნო, გასულ კვირას ქვეყანაში 2 ადამიანი ტეტანუსით გარდაგვეცვალა იმიტომ, რომ აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული. ქვეყანაში ტეტანუსით მეტი ადამიანი გვეღუპება, ვიდრე უჰანის ვირუსით. არადა ტეტანუსის ვაქცინა გვაქვს და ყოველი ზრდასრული ადამიანი 10 წელიწადში ერთხელ უნდა აიცრას. ამის გააზრება და მითუმეტეს, დაჯერება არავის უნდა.

• როგორ მკურნალობენ? სპეციალური ანტივირუსული საშუალება კორონა ვირუსის წინააღმდეგ არ არსებობს. ამიტომ ვიღაცის რჩევევით რაღაც "ფუფლომიცინებში" ფულს ნუ გადაყრით, ნუ შეიძენთ და მითუმეტეს, ნუ დალევთ.

• იმ ექიმებზეც მინდა ვთქვა, ვისითაც მუდმივად უკმაყოფილოები ხართ და რომლებსაც სულ აკრიტიკებთ. ისინი პირველები იქნებიან, ვისაც ვირუსთან შეხვედრა მოუწევს და მათ სათანადო დაცვა სჭირდებათ" - აცხადებს ცნობილი პედიატრი.



Mshoblebi.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა