logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა
10:51 29.02.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოკუდა ჰისაკათსუმ შეხვედრის მონაწილეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა რეკომენდაციები აბსოლუტურად ემთხვევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვას. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო დავაჩქარებთ კოოპერატივების განვითარების ტემპს, სრულყოფილს გავხდით იმ მიდგომებს, რომელიც საშუალებას მისცემს კოოპერატივებში გაერთიანებულ თითოეულ ფერმერს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეკონომიკური სარგებელი“, -აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შემუშავებული რეკომენდაცია მოიცავს საქართველოში „ერთი თემი ერთი კოოპერატივის“ წარმატებული მაგალითის შექმნას. კოოპერაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმისათვის, რომ სოფლებში შეიქმნას კოოპერატივები, რაც დამატებით სამუშაო ადგილების გაჩენას და სოფლიდან მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს.

„ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით,კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები შევიმუშავეთ. კოოპერატივების გაძლიერებისათვის ასევე მნიშვნელოვანია მეპაიეთა ცოდნის ამაღლება და მენეჯმენტის უნარების გაძლიერება“, - აღნიშნა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოკუდა ჰისაკათსუმ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა საქართველოში ვიზიტი განხორციელდა სამინისტროს უწყების - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტის მომდევნო ეტაპი გულისხმობს სასწავლო კურსისშედგენას, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები იაპონიაში გაივლიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა