ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის
ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის საჯარო ლექცია: „SARS-CoV-2 ით გამოწვეული ინფექცია (COVID-19)” - ახალი კორონავირუსი“ გაიმართება. ლექციას დაესწრება თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი.
ლექცია თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით ტარდება.
ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.