დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი
ალბათობით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რიცხვი გაიზრდება.
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის გამოკვლევა რამდენიმე ათეული ადამიანის ანალიზებს უტარდება, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება.
საქართველოში კორონავირუსით დაავადების დღეს უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა.