logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კონფერენცია გახსნა
ლევან დავითაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კონფერენცია გახსნა
11:06 28.02.2020
გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნა.

„კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და ეკოსისტემის გაუარესება გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე; შესაბამისად, საჭიროა ფართო მასშტაბის თანამშრომლობა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება ეროვნულ კანონმდებლობაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გარემოს დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დასანერგად. ჩვენ, როგორც ევროპული სახელმწიფო, ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს როგორებიცაა - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ეს ღირებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გარემოს დაცვასთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტები ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. პროგრესის მიუხედავად ჩვენ გვესმის, რომ გარემოსა და კლიმატის მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამ გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე, ასევე სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ გარემოს დაცვის სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

კონფერენციის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტობით, მიიღეს საერთო დეკლარაცია, რომელიც შეეხება გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ერთიან პოზიციას.

კონფერენციას ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი და მინისტრი დაესწრო. კონფერენციაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროსაბჭოს შესაძლებლობები ეკოლოგიური რისკებისა და საგანგებო სიტუაციების დაძლევის კუთხით შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და როგორც ნოვატორულმა იდეამ, მაღალი შეფასება დაიმსახურა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობისა და თავად ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა