ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით დაავადებული პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით დაავადებული პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
23:05 26.02.2020
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს.

„ამ ეტაპისთვის პაციენტი ცალკე სივრცეშია მთავსებული და მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემქურება. მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ვინაიდან მთავრობა ყველაფერს აკეთებს და ყველა ზომას მიმართავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია არ გვქონდეს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

ბეჭდვა