logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა
მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა
22:05 25.02.2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეხვდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიპაატა გურასპაული, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ჩვენმა გუნდმა თბილისშიშვეიცარია, ხოლო ბელგრადში მსოფლიო გრანდი - სერბეთის ნაკრები დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

კალათბურთელებთან შეხვედრაზე, მინისტრმა 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობასა და ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსის გახსნის შემდეგ, დედაქალაქში შეიქმნება ახალი საკალათბურთო კერა, რომლის მთავარი ნაწილი 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი იქნება.

მინისტრი სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებასაც შეეხო. ჩხენკელის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მასობრივი სპორტის განვითარებაში წარმატებული სპორტსმენების წვლილი განსაკუთრებით მნიშნელოვანია. მინისტრმა გამოთქვა ინიციატივა, რომ სახელოვანი სპორტსმენები, მათ შორის კალათბურთელები უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოყვარულო სპორტის განვითარების პროცესში.

მიხეილ ჩხენკელი: „პირველ რიგში გილოცავთ ევრობასკეტისშესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან - სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებსუდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ. მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია, გააჩენს ახალ საკალათბურთო კერას. ბუნებრივია, ევრობასკეტის შემდეგ, ეს კერა სპორტული თვალსაზრისით დატვირთული უნდა იყოს. სპორტული კომპლექსის მომავალს მასობრივი სპორტის განვითარებას ვუკავშირებთ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია სპორტსმენების ჩართულობა, რათა ახალგაზრდა თაობას შევაყვაროთ სპორტი და აქტიურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა