logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ შეხვედრა გაიმართა
თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ შეხვედრა გაიმართა
17:00 25.02.2020
„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა.
შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, აკადემიური ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„EU4Environment პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მცირე და საშუალო საწარმოებში ეკოინოვაციებისა და რესურსეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაა. სუფთა წარმოების წახალისება მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გარემოს დაცვის კუთხით.

პროგრამის დახმარებით და ჩვენი ექსპერტების აქტიური ჩართულობით, მცირე და საშუალო საწარმოები წარმატებით შეძლებენ რესურსეფექტური და სუფთა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელების შექმნას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე ეკოინოვაციებისა და სუფთა წარმოების (RECP) მიდგომებზე იმსჯელეს, რომელთა საშუალებითაც მცირე და საშუალო ბიზნესი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას შეძლებს. განისაზღვრა ადგილობრივი პარტნიორები (კომპანიები, ინსტიტუტები და ექსპერტები), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეკოინოვაციებისა და RECP მიდგომების დანერგვის პროექტებში და ინოვაციური ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებაში.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO).

EU4Environment პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას - იმგვარი მართვის და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვაში ეხმარება, რომლებიც გარემოზე ზეგავლენის რისკებს შეამცირებს და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობენ ხელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა