logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა წლის საუკეთესო დირექტორი დააჯილდოვა
მიხეილ ჩხენკელმა წლის საუკეთესო დირექტორი დააჯილდოვა
20:46 14.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მფლობელი თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი გახდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა. გამარჯვებული სასწავლო ვიზიტით ციურიხშიც გაემგზავრება და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) ესტუმრება.
მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ხარისხიანი განათლება ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც გამოიხატება იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს, განათლების სფეროს განვითარებისთვის დაიხარჯება. მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს, ემსახურება ხარისხის ზრდას. იცით, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ ხორციელდება, რომლის კონცეფცია თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას გულისხმობს.

ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი ყოველდღიური სამუშაო რთული და საპასუხისმგებლოა. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს და ზრუნავთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. სამინისტროს პოლიტიკაა, რომ ზოგადი განათლების სისტემა გახდეს დეცენტრალიზებული, სკოლებს ჰქონდეთ მეტი ავტონომია. ამ პროცესში თქვენი, როგორც სკოლის დირექტორების როლი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დღეს ძალიან საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ინიციატორი მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრია. მიმაჩნია, რომ თითოეული თქვენგანი დღეს გამარჯვებულია, რადგან ემსახურებით იმ უმნიშვნელოვანეს, პატრიოტულ საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

უწყების ცნობით, სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, ინოვაციურობა, რესურსების ეფექტიანი მართვა - 2019 წლის საუკეთესო დირექტორი სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით დასახელდა.

აღნიშნული კონკურსი წელს პირველად ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორს გოგი თოდუასა და ქალაქ ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორს მიხეილ გიორგაძეს ფულადი პრიზები გადასცა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით კონკურსის გამარჯვებული დირექტორების სკოლები ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით აღიჭურვება. მოსწავლეებს ცდების ჩატარება სპეციალური კომპიუტერული მულტიმედიური პროგრამის საშუალებით შეეძლებათ, რაც ამ საგნის სწავლებას უფრო საინტერესოს გახდის.

წლის საუკეთესო დირექტორის გამოსავლენად სპეციალური კონკურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებმა. გამარჯვებული საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებით, პროფკავშირის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა