logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო მისივე სამეცნიერო საბჭო იქნება
აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო მისივე სამეცნიერო საბჭო იქნება
11:06 14.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერთანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულებისშემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერება.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის აბასთუმნის ობსერვატორიის ავტონომიურობის ხარისხს. სამინისტროს მისიაა რეორგანიზაციის პროცესში ხელი შეუწყოს ობსერვატორიის მთავარი მმართველი ორგანოს – სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონე ორგანო და პასუხისმგებელი ობსერვატორიის შემდგომ განვითარებაზე. სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშასა და როლს მსოფლიო მასშტაბით, რის საფუძველზეც მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა, მოდერნიზაცია და განვითარება აკადემიური მიმართულებით. ასევე, საბჭო წარმართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ იქნება მიმართული.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე პირველ ეტაპზე კონკურსები გამოცხადდება მთავარი მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად. საკონკურსო კომისია კი დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი მეცნიერებით, რომლებიც კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფენ.

აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.

შეხვედრის ბოლოს ნუნუ მიცკევიჩმახაზი გაუსვა იმასაც, რომ ობსერვატორიის განვითარება იქნებასაუკეთესო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა