logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში ზაალ კოკაიას „წლის პირველი საჯარო ლექცია“ გაიმართა
თსუ-ში ზაალ კოკაიას „წლის პირველი საჯარო ლექცია“ გაიმართა
19:22 12.02.2020
„თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტების პროფესორმა, თსუ კურსდამთავრებულმა ზაალ კოკაიამ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სტუმრები ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორი ზაალ კოკაია უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

„რამდენიმე წელია აღდგა ტრადიცია, როცა ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები კითხულობენ „წლის პირველ საჯარო ლექციას“ და ამით იწყება სასწავლო პროცესი ახალ წელს. წელს ზაალ კოკაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე - თავის ტვინზე და ღეროვან უჯრედებზე. ლექციამ დამსწრე საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

"ჩემთვის დიდი პატივია წლის პირველი ლექციის წაკითხვა, მითუმეტეს რომ უნივერსიტეტი ჩემი ალმამატერია. ჩემი განათლება ფიზიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში ზუსტად, აქ, პირველ კორპუსში მივიღე 40 წლის წინ. შევეცადე ამ საჯარო ლექციის დროს წარმომედგინა ის ძირითადი მიღწევები და სიახლეები, რაც ხდება მსოფლიოში ღეროვანი უჯრედების მიმართულებით,"- აღნიშნა ზაალ კოკაიამ.
მისი თქმით, სასიხარულოა რომ ლექციით ბევრი სტუდენტი დაინტერესდა.

"სტუდენტები ის ძალაა,რომელიც მომავალში გაითავისებს ამ ტექნოლოგიებს და გამოიყენებს მათ ჩვენი პაციენტების ცხოვრების ხარისხის და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად."

„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 102 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).
„წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“; 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ;“ 2018 წლის 12 თებერვალს თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია"; 2019 წლის 12 თებერვალს ემერიტუსმა პროფესორმა მზექალა შანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.“



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა