ონის მუნიციპალიტეტს ოთხი ერთეული ავტობუსი გადაეცა
ონის მუნიციპალიტეტს ოთხი ერთეული ავტობუსი გადაეცა
18:01 12.02.2020
ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ერთეული ავტობუსი გადასცა.

ავტობუსები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.

ავტობუსები შემდეგი მიმართულებით დაინიშნება: ონი-ამბროლაური-ონი; ონი-უწერა-შოვი-ონი; ონი-ქვედრულა-ირი-ონი, 13 თებერვლიდან კი ექსპლოატაციაში შევა ონი-ამბროლაური-ონის მარშუტი.

‼ტრანსპორტირება განხორციელდება ყოველდღე, 08:30 საათზე დემეტრე მეორის მოედნიდან და 15:00 საათზე ამბროლაურიდან, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიიდან.

‼ტექნიკური საკითხების დაზუსტების და ტარიფების დადგენის დასრულებამდე, ონი-ამბროლაურის მარშრუტი, ონის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით იმოძრავებს უფასოდ ერთი თვით - 13 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით.

ინფორმაცია აღნიშნული მარშუტების სრული დატვირთვით ექსპლოატაციაში შესვლისა და ტარიფების თაობაზე, ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე განთავსდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე და განცხადებების სახით.
ბეჭდვა