logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თსუ-ში წიგნის „უნივერსიტეტი“ განახლებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში წიგნის „უნივერსიტეტი“ განახლებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
16:43 08.02.2020
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია და თანამედროვეობაა მოთხრობილი წიგნში, რომლის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა. თსუ 102 წლისთავისადმი მიძღვნილ წიგნი-ალბომში, რომლის პრეზენტაციას უნივერსიტეტელები დაესწრნენ, მოთხრობილია უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგების, სამეცნიერო სკოლების, ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ქმნიდა იმ სივრცეს, რომელსაც ერქვა მეცნიერული სივრცე, თავისუფლების სივრცე და დღემდე ამ ფუქნციას ასრულებს. ყველაზე მეტად აღსანიშნავი და საამაყო ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი“, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

წიგნის „უნივერსიტეტი“ განახლებულ გამოცემაში გამოყენებული დოკუმენტები და ფოტომასალა დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში. წიგნში ყურადღება განსაკუთრებითაა გამახვილებული უნივერსიტეტის დღევანდელ მიღწევებზე, სტუდენტური ცხოვრების სიახლეებზე, საერთაშორისო წარმატებებზე.

წიგნის შემდგენელი და ტექსტის ავტორი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი აღნიშნავს, რომ „შევსებული გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ისტორიის მიმოხილვა, რომელშიც საუბარია მის დამფუძნებლებზე, მეორე ნაწილი კი ეხება უნივერსიტეტის დღევანდელობას, სადაც მოთხრობილია მისი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე სტუდენტური ცხოვრების შესახებ.“

„დღეს საქართველოში ევროპული უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღეა. უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ასწლოვანი ჩანაწერი უკვე გააკეთა საქართველოს ისტორიაში და ღირსეული სიტყვა თქვა უმაღლესი განათლების სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს უნივერსიტეტმა ღირსეულად შეაბიჯა ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის სივრცეში და რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა სადოქტორო პროგრამების განვითარების შეხვედრას,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა უნივერსიტეტის წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

102 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 900-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა