logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თსუ-ში ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
17:27 06.02.2020
უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ღონისძიებაზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ეგიდით მკვლევრის საიუბილეოდ მომზადებული წიგნის - ,,ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ (ავტორები: ნინო კაკულია, მერაბ ცაგარელი) პრეზენტაცია შედგა და ბერიტაშვილისადმი მიძღვნილი ფილმის - ,,ეპიზოდები ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებიდან“ (ავტორები: არჩილ შუბაშვილი, ბესიკ გაფრინდაშვილი; მთხრობელი - მერაბ კოკოჩაშვილი) ჩვენება მოეწყო.

„ივანე ბერიტაშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შეძლო და რკინის ფარდის პირობებში გაარღვია ჩარჩოები და ცნობილი გახდა მსოფლიო მეცნიერებისთვის. დღევანდელი თაობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ნაშრომების არსებობა, რომელიც უფრო ღრმად წარმოადგენს როგორც მკვლევრის, ასევე პიროვნების, მეცნიერის თავისებურებებს. მისი ნაშრომები საქართველოში ფიზიოლოგიისა და ნეიროფიზიოლოგიის განვითარების საფუძველი გახდა,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

წიგნის ერთ-ერთი ავტორისა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორის, ნინო კაკულიას თქმით, მკითხველი წიგნში ივანე ბერიტაშვილის ცხოვრების შესახებ ახალ დეტალებს აღმოაჩენს: „შევეცადეთ, რომ წიგნი ყოფილიყო პოპულარულ ენაზე და გასაგები ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის. მასში ივანე ბერიტაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ ამბებთან ერთად, შესულია მისი შვილიშვილის მოგონებები და ოჯახთან ივანე ბერიტაშვილის ურთიერთობის შესახებ დეტალები.“

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გენადი მარგველაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა ზუსტად და მკაფიოდ იცოდნენ ამ დიდი მეცნიერების მოღვაწეობის ცხოვრებისეული ფრაგმენტები. მეოცე საუკუნის დასაწყისი იყო ნიჭის აფეთქება ყველა მიმართულებით, ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი მეცნიერები სხვადასხვა დარგში. ამის ნათელი მაგალითია ივანე ბერიტაშვილი.“

„ყოველი ახალი წიგნი, რომელიც შეეხება ასეთი დონის მეცნიერს, გარკვეულ სიახლეებს შეიცავს. ბერიტაშვილი სიცოცხლეშივე მონათლეს მსოფლიო ფიზიოლოგიის პატრაირქად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არაოფიციალური და პატივსაცემი წოდებაა. მისი შრომები დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია,“- აღნიშნა საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა გურამ ბექაიამ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლები, ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილი დავით ბერიტაშვილი, თსუ პროფესორები და სტუდენტები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა