logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: პასუხისმგებელი ვარ იმ ციფრებზე, რაც მინდა გაგაცნოთ
დიმიტრი ხუნდაძე: პასუხისმგებელი ვარ იმ ციფრებზე, რაც მინდა გაგაცნოთ
23:23 05.02.2020
„წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 2012 წლისთვის დაფიქსირდა - 728. 2018 მონაცემით - 416. 2019 წლის მონაცემი 2020 წელს იქნება. 5 წლამდე ბავშვის სიკვდილიანობა 2012 წლისთვის იყო - 836, ხოლო 2018 წლისთვის არის - 499. არის რადიკალური განსხვავება, თითქმის 2-ჯერაა შემცირებული. რაც შეეხება გუშინ „აწეულ“ თემას, რომ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა არის UNICEF-ის 2011 წლის მონაცემი. ხოლო, ყოველწლიურად 300 ბავშვის გარდაცვალება კი არის 2009 წლის მონაცემი. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მმართველობაში და დღეს, ამას ჩვენ გვაბრალებს და საზოგადოებას აწვდის აბსოლუტურ ტყუილ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შიმშილით დღეს ბავშვები არ იღუპებიან, თუმცა მათი სიღარიბე, რა თქმა უნდა კვლავ არის პრობლემა.

„საუბარია კვების რაციონის სრულფასოვნებაზე და აქ შიმშილის დეფინიცია არ არსებობს. კვების რაციონის არასრულფასოვნება არ ნიშნავს, იმას, რომ ის არის სიკვდილის ზღვარზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, UNICEF-ის მონაცემი შიმშილის ზღვარზე მყოფ 77 000 ბავშვთან დაკავშირებით, დღეს არის რადიკალურად განსხვავებული და ეს არის მინიმუმ 28000-ით ნაკლები.

„არსებობს მსოფლიო ბანკის კვლევის სიღარიბის მაჩვენებელის, ბოლო მონაცემები, რაც კონტრასტულად გაუმჯობესებულია. თუმცა, რა თქმა უნდა სიღარიბე დღეს კვლავაც პრობლემად რჩება. იმასთან შედარებით, რაც იყო 2-ჯერ არის შემცირებული. ახალი მეთოდოლოგიით მსოფლიო ბანკი განიხილავს 3 დონეს, სადაც ერთ-ერთი არის უკიდურესი სიღარიბე, როცა სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე არის 1,9 $ და მასზე ქვევით. 2017 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით ვითარება 2-ჯერ არის გაუმჯობესებული. ზუსტ ციფრებს ვასახელებ, პასუხისმგებელი ვარ ამ ციფრებზე, 2011 წელს სიღარიბე მსოფლიო ბანკის მონაცემებით იყო - 11, 28%. 2017 წლის მერე იყო - 5.02%, ხოლო 2015-16 წლებში 4% ქვევითაც კი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, არათუ 4%, არამედ 1 ადამიანიც კი, თუ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ისიც საზრუნავია, მაგრამ ამას არ სჭირდება მხოლოდ ემოციები, ან ჩასაფრება და უსაფუძვლო კრიტიკა. ეს მონაცემები თავისით არ შეცვლილა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა