logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სოფო კილაძე: ბავშვის უფლებების დასაცავად საქართველოში ორი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება
სოფო კილაძე: ბავშვის უფლებების დასაცავად საქართველოში ორი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება
23:12 05.02.2020
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლა შეაჯამა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი, იყო ბევრი კითხვა და შესაბამისი პასუხები. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ბევრი ნაბიჯი, რომელიც იდგმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება წარმატებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, პირველი, იგი რეალურად ემსახურება იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ და მეორე, სამინისტროს აქვს სისტემური ხედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია არის ბევრი გამოწვევა, ვინაიდან ეს არის უდიდესი და ურთულესი სამინისტრო, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა სფეროა თავმოყრილი. მესმის ოპოზიციის წარმომადგენლებისაც - მათი საქმეა გააკრიტიკონ ხელისუფლება, ამაში ახალი და უჩვეულო არაფერია, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ მივაღწიოთ რეალურ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მინდა უმნიშვნელოვანესს საკითხს შევეხო, როგორიცაა ბავშვების დაცვა. გუშინ მომხდარი ტრაგედიის საფუძველზე მედიაში გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა და დაისვა კითხვა თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვები? შემიძლია ორ მნიშვნელოვან რეფორმაზე გესაუბროთ, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ; პირველი არის სოციალური მუშაკები და ეს ინსტიტუტი ფუნდამენტალურია სწორედ ბავშვების დაცვისთვის და მათზე ზრუნვისთვის. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ბავშვის უფლებათა კოდექსი. ჩვენ ძალიან მალე, 2020 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში გვექნება ერთეულები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვებზე.

ჩვენ წინ გვაქვს დიდი და მძიმე სამუშაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ და ავაწყობთ სისტემას, რომელიც ბავშვზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა