logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის პროგრამის მიმართ უსამართლო და სპეკულაციურ კამპანიას ხელისუფლებამ ძალიან საქმიანად და აქტიურად უპასუხა
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის პროგრამის მიმართ უსამართლო და სპეკულაციურ კამპანიას ხელისუფლებამ ძალიან საქმიანად და აქტიურად უპასუხა
19:49 03.02.2020
„C ჰეპატიტის პროგრამის მიმართ მართლაც იყო უსამართლო და სპეკულაციური კამპანია, თუმცა კარგია, რომ ხელისუფლებამ ამას უპასუხა ძალიან საქმიანად და აქტიურად. რეალურად, სიმართლე C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით არის ის, რომ დღისათვის 60 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა ამ პროგრამის ფარგლებში და ამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო სახელმწიფომ, შეძლეს ექიმებმა და შეძლეს იმ ორგანიზაციებმა, ვინც ჩართული არიან ამ პროგრამის განხორციელებაში. კიდევ ბევრი მოქალაქე მკურნალობს ამ მომენტისთვის და არა ერთი მოქალაქე, ვისაც აქვს სტატუსი დადგენილი, ასევე მათ მიმართაც არის მზადყოფნა, რომ ისინიც ჩაერთონ პროგრამაში“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იყო სპეკულაციები, რომ თითქოს არის გარკვეული ბარიერები, ფინანსური თუ სხვა სახის, მაგრამ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილება ამ ბარიერებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე იყო მიღებული. არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფომ სათანადო დაფინანსება გამოყო ამისთვის და ამ მცირე ფინასური ბარიერების მოხსნას დრამატული ზრდა პროგრამაში ჩართულობის არ გამოუწვევია.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკვე და ვნახოთ სხვა ბარიერები ხომ არ არსებობს, ან ჩვენს მოქალაქეებს ხომ არ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია. სხვათა შორის, ჯანდაცვის სფეროში გლობალური მასშტაბით მკურნალობაში ჩართვის პრობლემა, არა მხოლოდ C ჰეპატიტის, არამედ სხვა დაავადებებთან მიმართებაშიც, არის გამოწვევა. იგივე ტუბერკულოზთან დაკავშირებით იცით, რომ ტუბერკულოზის დამარცხება და ტუბერკულოზის შემთხვევების განულება ასევე იყო გლობალური მიზანი, რაც არაერთხელ გადაიწია ვადაში, სწორედ იმის გამო, რომ ყველა ადამიანის ჩართვა, მიუხედევად უფასო მკურნალობისა, ვერ ხერხდებოდა წლების განმავლობაში. აქედან პოლიტიკური სკანდალის შექმნა, ვფიქრობ იყო უპასუხისმგებლო“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტს და კომპანიას „GILEAD“, ვინც საქართველოს მჭიდრო მოკავშირეები, პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ამ პროგრამაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს, ექთანს, ეპიდემიოლოგს და პაციენტს, ვინც ეს პროგრამა გამოიყენა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა