logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
15:21 03.02.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილე, ნინო თანდილაშვილი ფართომასშტაბიანი პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამის მიზანია კლიმატური კატასტროფებისადმი ადაპტაციის ეროვნული მექანიზმის შემუშავება.

შეხვედრაზე მხარეებმა მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქვეყნის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემის გაუმჯობესებისა და სადამკვირვებლო სისტემის შეძენა-მოდერნიზების საკითხები განიხილეს.

„პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნას გულისხმობს, რაც მრავალმხრივი სტიქიების პრევენციაში დაგვეხმარება. პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და წარამატებით მიმდინარეობს. პოზიტიური შედეგისთვის, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკიდან და გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაციიდან მოწვეული ექსპერტების გამოცდილების გაზიარება.

ინფრასტრუქტურა, რასაც განვავითარებთ, ჩვენი ქვეყნის რეალობაზე იყოს მორგებული“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

პროგრამა საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის (WB), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი, თურქი და სერბი ექსპერტები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა