logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ვოლვოს ორძრავიანი ფლაგმანი SUV XC90 T8 საუკეთესო ელექტრიფიცირებულ შვიდადგილიან ავტომობილად დასახელდა
ვოლვოს ორძრავიანი ფლაგმანი SUV XC90 T8 საუკეთესო ელექტრიფიცირებულ შვიდადგილიან ავტომობილად დასახელდა
13:29 15.01.2020
ვოლვოს ფლაგმანმა XC90 T8-მ ორი ძრავით ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე და საუკეთესო ელექტრიფიცირებულ შვიდადგილიან ავტომობილად დასახელდა. ეს არის პირველი ჯილდო დიდი SUV-ის დამუხტვადი ჰიბრიდის ვერსიისთვის, რომელსაც მან მთელი რიგი მაღალი მაჩვენებლების, ტექნოლოგიებისა და დიზაინის განახლებების წყალობით მიაღწია.

Volvo XC90 T8 ორძრავიანი მოდელი სრულიად ელექტრიფიცირებული მართვის დიაპაზონით არის აღჭურვილი და 28.6 მილამდე მანძილის გავლისას გამონაბოლქვის გამოყოფისა და ბენზინის მოხმარების გარეშე მუშაობს. ბენზინზე მომუშავე დახვეწილი ელექტროაგრეგატები უზრუნველყოფს მაღალეფექტურობასა და მცირე საექსპლუატაციო ხარჯებს, CO2 გამონაბოლქვს 52 გ/კმ-დან და საწვავის ეკონომიას 113 მგ-მდე.
XC90 T8 ორძრავიანი მოდელები აერთიანებენ ვოლვოს სახასიათო სკანდინავიურ სტილს. მდიდრულ დამახასიათებელ შტრიხებთან და შვიდადგილიანი ავტომობილის მოხერხებულობასთან ერთად, T8-ს გაუმჯობესებული აგრეგატები ყველა მათგანს უკომპრომისოს ხდის.

Volvo XC90 T8 წარმოდგენილია ფართო არჩევანით: R-Design, R-Design Pro, Inscription და Inscription Pro ვერსიები. სტანდარტული მოწყობილობების მრავალფეროვანი მახასიათებლები მოიცავს საბარგულის განყოფილების ელექტრომართვად კარს, პარკირების უკანახედვის კამერას, LED ფარებს, ტყავის შალითებს (ტყავი ნუბუკით R-Design და R-Design Pro ვარიანტებში), წინა სავარძლების რეგულირებად გათბობას და სიმბარათს, რომელიც იტევს 100 გბ-მდე მონაცემებს. დაკავშირების სისტემა Sensus Connect 9-ინჩიანი სენსორული ეკრანით, თანამგზავრული ნავიგაცია, ხმით მართვის სისტემა და წვდომა Volvo On Call-თან დაკავშირებულია სერვისების პლატფორმაზე. ყველა მოდელი აღჭურვილია ვოლვოს City Safety აქტიური უსაფრთხოების სისტემით, როგორც გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და მძღოლ-ასისტანსის სისტემის სრულყოფილი პაკეტის ნაწილი.

ვოლვოს დამუხტვადი ბენზინის ძრავიანი და ელექტრო-ტრანსმისიის ჰიბრიდული სიმძლავრის ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ინგლისური მოდელების სრულ სპექტრში. DrivingElectric-ის რედაქტორმა ვიკი პაროტმა განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრეგატები მოდელს, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ბაზრის ლიდერი, დამატებით ხიბლს სძენს: „ვოლვო XC90 დიდი ხანია SUV-ების დიდი ოჯახის მეფეა, ხოლო T8 ორძრავიანი დამუხტვადი ჰიბრიდის ფორმით, შვიდი ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი კომფორტულ და მყუდრო გარემოში, ამავდროულად ეკონომიურად. ბოლო გაუმჯობესებებმა განაახლა მისი გარეგნობა და დახვეწა მისი ელექტროტექნოლოგია, რის გამოც ის ამ კლასის ავტომობილების სათავეშია“.

2020 წლისთვის წარმოდგენილ XC90 T8-ში განსახორციელებელი გაუმჯობესებები მოიცავს, მაღალი ძაბვის ლითიუმ-იონის აკუმულატორის მოცულობის 10.4-დან 11.6 კილოვატ/საათამდე გაზრდას. ეს შედეგი წარმოადგენს 30%-ზე მეტ ზრდას ავტომობილების მხოლოდ ელექტრომართვის დიაპაზონში 21.7-დან - 28.6 მილამდე, რაც ნიშნავს, რომ XC90-ით შესაძლებელია ტიპური ყოველდღიური მგზავრობა არანაირი გამონაბოლქვით ან ბენზინის მოხმარებით.

XC90 T8-ს საუკეთესო, თანამედროვე სკანდინავიური დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა, ახლებურად დამუშავებული ცხაურებითა და წინა ბამპერით, ახალი დისკების დიზაინით და ფერების კომბინაციის ვარიანტებით. T8 ორძრავიანი მოდელებისთვის დამახასიათებელი თვისებები მოიცავს ოთხზონიან ელექტრონულ კლიმატ-კონტროლს, გამაგრილებლით აღჭურვილ სანივთეს, კონდიციონერს სავარძლების სამივე რიგისთვის, 4.5-მეტრიან დამუხტვის კაბელს და კაბელისთვის განკუთვნილ შესანახ ჩანთას.

Volvo Car UK-ის მმართველი დირექტორი კრისტიან ელვეფორსი: „დიდად ვაფასებთ ამ ჯილდოს, რადგან ის გამოხატავს ჩვენს თავდადებას, მივცეთ მომხმარებელს საშუალება, შეიგრძნოს ელექტრიფიცირებული აგრეგატების ეკონომიურობისა და სიძლიერისგან მიღებული სარგებელი და ამავდროულად ზუსტად ის ხარისხი, რასაც ვოლვოსგან მოელიან - ულამაზესი დიზაინი, უსაფრთხოება, უმაღლესი ხარისხი და პრაქტიკულობა. ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ელექტრიფიცირებული შემოთავაზებების გაფართოების მიმართულებით და ახლახან შევქმენით დამუხტვადი ჰიბრიდის ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი მოდელების მთლიანი სპექტრისთვის და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ პირველ სრულად ელექტრიფიცირებულ ვოლვოს“.

ვოლვო XC90 T8-ას შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და ავტომობილის ონლაინ კონფიგურატორით სარგებლობისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: volvocars.com/ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა