logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ
ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ
12:09 15.01.2020
მორიგი გამარჯვებით და უპრეცედენტო შედეგით დაბრუნდნენ ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან. ასპარეზობა მიმდინარე წლის 8-12 იანვარს გაიმართა და მასში 21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადაში თბილისის კომაროვის 199-ე, ვეკუას 42-ე და ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ქართველმა მოსწავლეებმა 16 მედალი მოიპოვეს (3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო). 16-დან 13 მედალი (3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) კომაროველებს ერგოთ. შესაბამისად, კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილიც (რეიტინგით მეხუთე ადგილი) მოიპოვა.

ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ: თეიმურაზ თოლორაია - აბსოლუტური პირველი ადგილი (მათემატიკა-კომაროვი), ნიკოლოზ ბირკაძე (მათემატიკა - კომაროვი) და ანა ონოფრიშვილი (მათემატიკა - კომაროვი).

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ჩვენმა პედაგოგებმა - ლელა მამულაშვილმა (მათემატიკა - ვეკუა) და მიხეილ სოხაშვილმა (ფიზიკა - კომაროვი) მოიპოვეს. მესამე ადგილზე კი, ვახტანგ შეკიშვილი (ინფორმატიკა - რაზმაძე), ლუკა ხიზანიშვილი (ფიზიკა - ვეკუა) და თეიმურაზ კალატოზი (ფიზიკა - კომაროვი) გავიდნენ.

პრესტიჟულ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდების მონაწილეობას და ყველა საჭირო ფინანსურ ხარჯს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეჯიბრება წლის განმავლობაში რამდენიმე იმართება მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში, სადაც ყოველთვის წარმატებით მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები როგორც ეროვნულ ისე, საერთაშორისო ოლიმპიადებში.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერება, ამ სკოლების თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და ხელს უწყობს მათ დაინტერესებას მეცნიერებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა